გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს

საქართველო, თბილისი - 20:55 | 15.03.2021
ნანახია: 516

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს.

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბერლინმა შესაბამისი გადაწყვეტილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღო. ამრიგად, ხელისუფლება  ითვალისწინებს პაულ ერლიხის ინსტიტუტის რეკომენდაციებს, რომელიც აკონტროლებს ქვეყანაში წამლის ბრუნვას. ვაქცინის გაკეთების შემდეგ თრომბოემბოლიურ გართულებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მისი სპეციალისტები დამატებით შეისწავლიან AstraZeneca-ს ვაქცინის ზემოქმედებას სისხლზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაცია სამშაბათამდე შეჩერდა. ამ დღეს ევროპის წამლის სააგენტომ უნდა გააჟღეროს თავისი მოსაზრება ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ. შემდგომი ქმედებები კი მარეგულირებლის პოზიციაზე იქნება დამოკიდებული.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე