ოპოზიცია დარჩენილია ცარიელი ხელებით. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 21:51 | 14.03.2021
ნანახია: 964

ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილნი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულნი, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე აცხადებს, ხელისუფლება ბრიუსელში სავსე ხელებით მიდის.

"პრემიერი ბრიუსელში მიდის ძალიან მსხვილი პაკეტით. უამრავი რამ გაკეთდა და კეთდება ახლაც. ეს არის ასოცირების დღის წესრიგი, რასაც ზედმიწევნით ახორციელებს ჩვენი ხელისუფლება და გვაქვს უპრეცედენტო პროგრესი ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. ძალიან მსხვილი პაკეტით მიდის ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში, ცარიელი ხელებით არის დარჩენილი მხოლოდ ოპოზიცია. მათ აქვთ ცარიელი ხელები, დარჩენილნი არიან ქუჩაში, არიან გაკოტრებულნი. ჩვენ გვაქვს სავსე ხელები, რომლითაც ჩავდივართ ბრიუსელში და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით", განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე