ბრიტანეთი ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 19:06 | 14.03.2021
ნანახია: 944

დიდი ბრიტანეთი მომდევნო კვირას რუსეთს ყველაზე დიდ საფრთხედ დაასახელებს. ამის შესახებ გაზეთი Sunday Times-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნულზე საუბარი იქნება უსაფრთხოების, თავდაცვსა და საგარეო პოლიტიკის საკითხევის კომპლექსურ მიმოხილვაი, რომელსაც ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი 16 მარტს წარადგენს.  

გამოცემისვე ინფორმაციით, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს შორის დასახელებულია რუსეთის ფედერაციის ხშირი შეჭრა დიდი ბრიტანეთის საღვაო და საჰაერო სივრცეებში, ასევე დისიდენტების მკვლელობა ბრიტანეთის მიწაზე. ჩინეთი დოკუმენტში დასახელებულია კონკურენტად. გამოცემის ცნობით, მიმოხილვაში წარმოდგენილია ხარჯების გაზრდა კიბერუსაფრთხოებაში, მოსკოვისა და პეკინის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის პოტენციალის გაფართოვების მიზნით.

გაზეთის წყაროს თქმით, დიდი ბრიტანეთისთვის ყველაზე მთავარი საფრთხე რუსეთისგან მომდინარეობს, ჩინეთი კი ამ მიმართულებით არ განიხილება. „ჩინეთი კონკურენტია, რომელიც ცდილობს მოიპაროს ინტელექტუალური საკუთრება და საფრთხეს წარმოადგენს ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის, თუმცა ეს იგივე არ არის, რაც სოლსბერიში მოხდა“, - განუცხადა გამოცემას წყარომ.

ამასთან, კიდევ ერთი წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთი მტრული ქვეყანაა, მაშინ როცა ჩინეთი გლობალური გამოწვევაა.

 2018 წლის მარტში, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარში რუსეთი დაადანაშაულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე