იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ, ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი - დავით ბაქრაძე

საქართველო, თბილისი - 17:01 | 14.03.2021
ნანახია: 398

ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დენიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში დინამიკა პოზიტიურია, თუმცა, საბოლოო შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

"დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა. მაგრამ, ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და ის 6-პუნქტიანი დოკუმენტი შეთანხმებული არ არის. ბატონ დენიელსონის წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, იმედი მაქვს, ყველა ერთად მოვახერხებთ, ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი". - თქვა ბაქრაძემ.

დენიელსონი უკვე შეხვდა ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ასევე ევროპული საქართველოს, გირჩის ორივე ნაწილის, ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლის წევრებს. შეხვედრები გაიმართება მოქალაქეებთან და პატრიოტთა ალიანსთანაც, დღის ბოლოს კი გაერთიანებული შეხვედრა შედგება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე