კახა მამულაშვილი: მორჩით ტრ..ის თამაშს

საქართველო, თბილისი - 21:09 | 27.01.2016
ნანახია: 2250

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში ვრცელდება მომღერალ ლელა წურწუმიას მიერ გაკეთებული კომენტარები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა როგორც მომღერლის პროდიუსერი კახა მამულაშვილი აცხადებს, არცერთი ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საუაბრია იმ ყალბ ვებ-გვერდებზე, რომელსაც ჩვენს ინტერნეტ-სივრცეში საკმაოდ ბევრს შევხვდებით. 

კახა მამულაშვილი გაფრთხილებას აძლევს იმ ადამიანებს ვისაც ეს გვერდი ეკუთვნის და მოუწოდებს, რომ შეწყვიტონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელება.

„არ მეგონა კიდე თუ ესეთი რაღაცეების დაწერა დამჭირდებოდა მარა, მიშა მესხთან დაკავშირებით და აღმოჩნდა რო კიდე სხვა ვიღაცეებზე, ლელას არაფერი კომენტარი არ გაუკეთებია არსად და ნუ იგონებთ ზოგზოგიერთები. მიშას კიდე ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას ვუსურვებთ მხოლოდ და მხოლოდ... რა უნდა ქნა ამ დროს? ესეთ რაღაცეებს რო წერენ და მერე ვიღაცეები ამ მოგონილ ამბებს. მეუბნებიან არ მიაქციო ყურადღება, არავინ არ იჯერებსო... მარა ესე რომ იყოს ამ პოსტს არ დავდებდი... ამ ჯგუფის ადმინებს ვაფრთხილებ მორჩით ტრ..ის თამაშს, ცუდად დაგიმთავრდებათ... მოკლედ ეს მცირედია რაც აღმოვაჩინე ამ „გრუპაში“, დანარჩენს ძიების აზრი აღარ აქვს... საბოლოოდ და მეტს აღარ დავწერ...“, - წერს კახა მამულაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე