მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, მივიდეთ შეთანხმებამდე - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 16:26 | 14.03.2021
ნანახია: 420

მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, მივიდეთ შეთანხმებამდე, - ამის შესახებ გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ჩვენ განვიხილავთ წინადადებებს, რომლებიც ეფუძნება ყველას პოზიციებს, თუმცა ეს წინადადებები მოდის თვითონ მედიატორისგან. მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ბევრად უფრო ინფორმატიული, ვიდრე აქამდე ყოფილა, ბევრად უფრო წავედით დეტალებში საკითხების განხილვის დროს და გვესმის, რომ დრო ძალიან ცოტაა. ორივე მხრიდან, მნიშვნელოვანია იყოს კომპრომისები, მაქვს მოლოდინი, რომ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, საბოლოო ჯამში, მივიდეთ შეთანხმებამდე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე