სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:23 | 14.03.2021
ნანახია: 488

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია. მისი თქმით, მმართველი პარტია და ოპოზიცია დღის ბოლომდე პოზიციების დაახლოებას შეეცდება.

„ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ გადმოსახედიდან შეაფასებს მოვლენებს, იმედია, შევძლებთ შეთანხმებას. დღის ბოლომდე ვფიქრობ გამოიკვეთება შესაძლებლობა, შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ. ეს შეთანხმება მიღწევადია, ჩვენ ასე ვხედავთ პირობებს, რომელიც განიხილება. ვფიქრობ, დღის ბოლომდე დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები", - განაცხადა თალაკვაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი უკვე მეორე დღეა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან შეხვედრებს მართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე