მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება, შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში

საქართველო, თბილისი - 13:00 | 14.03.2021
ნანახია: 483

კრიზისის გამწვავება, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება, შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში, - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა და აღნიშნა, რომ მელიასა და რურუას გათავისუფლება ოპოზიციის ყვლა სუბიექტის მოთხოვნად რჩება.

"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამაც უნდა გადადგან ყველა ნაბიჯი, რომ თავიდან აიცილონ კრიზისის გამწვავება, რაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ჩვენს სახელმწიფოს და კიდევ ერთხელ მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, ამ კრიზისის გამწვავება, მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება, შედის მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. რუსეთის ინტერესებშია, რომ ევროკავშირი ხელცარიელი წავიდეს ამ პროცესიდან, ვერ შეძლოს ჩვენს ქვეყანაში იმ მნიშვნელოვანი როლის თამაში, რასაც ჰქვია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაში ხელშემწყობი ფუნქციის შესრულება, იმიტომ რომ რუსეთს საერთოდ არ სურს, რომ ევროკავშირი თამაშობდეს ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს, ამიტომ მიგვაჩნია, რომ ყველა საკითხზე - პოლიტპატიმრებზე, ვადამდელ არჩევნებზე პოზიცია, რომ ისინი არ აპირებენ არანაირ დათმობაზე წასვლას, პირდაპირ ასხამს წყალს რუსეთის ინტერესებს".- ამბობს სამადაშვილი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ქართული ოცნების ლიდერებს უკვე შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე