ლაშა ნაცვლიშვილი ადასტურებს, რომ POSTV-დან წავიდა

საქართველო, თბილისი - 20:03 | 13.03.2021
ნანახია: 656

ქართული ოცნების ყოფილი კონსულტანტი და POSTV-ის დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილი POSTV-ში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ადასტურებს, რომ ტელევიზიას ტოვებს. ამის შესახებ ის "ფეისბუქზე" წერს.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ყოველთვის იქნება ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული.

"ნაციონალური მოძრაობის ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი... გარწმუნებთ, პოსტივიდან ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ!". – წერს ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე