პოლიციელის მიერ მოკლული ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, ხელისუფლება 27 მლნ დოლარის კომპენსაციას გადაუხდის

საქართველო, თბილისი - 12:28 | 13.03.2021
ნანახია: 568

მინეაპოლისის ხელისუფლება (მინესოტას შტატი, აშშ) 27 მლნ დოლარის კომპენსაციას გადაუხდის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის ოჯახს, რომელიც დაკავების დროს პოლიციელის მხრიდან განხორციელებული ქმედების დროს გარდაიცვალა. იუწყება Associated Press-ი.

ამგვარად, ქალაქის მთავრობა ფლოიდის ოჯახის წინასასამართლო სხდომის ეტაპზე სარჩელის დარეგულირებაზე  დათანხმდა. სარჩელი ფლოიდის ოჯახმა ქალაქისა და აფროამერიკელის მკვლელობაში დადანაშაულებულოი პოლიციის ოფიცრების წინააღმდეგ შეიტანა. სარჩელში მითითებული იყო, რომ პოლიციის ოფიცრებმა დაკავების დროს დაარღვიეს ფლოიდის უფლებები, ქალაქის მთავრობამ კი პოლიციას ხელი შეუწყო „აეყვავებინა  გადამეტებული ძალის, რასიზმისა და უკანონობის კულტურა“.

2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისში 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს გარდაიცვალა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გამოიყენა მისი დაკავებისას პოლიციელმა დერეკ შოვინმა ხრჩობის ილეთი. მამაკაცი სთხოვდა, რომ გაეშვა, რადგან ვერ სუნთქავდა, თუმცა პოლიციელმა ყურადღება არ მიაქცია. ფლოიდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამ ფაქტმა ამერიკელების აღშფოთება გამოიწვია. საპროტესტო აქციებმა მთელი მინეაპოლისი მოიცვა, შემდეგ კი სხვა ქალაქებს მოედო და აშშ-ს ფარგლებს გასცდა.

ფლოიდის მკვლელობისთვის ბრალი პოლიციის ოთხ ოფიცერს წარედგინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე