ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელახალი არჩევნებითა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებით უნდა განიმუხტოს - ზურაბ ჯაფარიძე

საქართველო, თბილისი - 10:41 | 13.03.2021
ნანახია: 435

ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ხელახალი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს და მეორე არის ის რომ, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ. - ამის შესახებ „მეტი თავისუფლება – გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიებისა და შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, არის საკითხები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი ოპოზიციის ან ხელისუფლებისთვის, მაგრამ შარლ მიშელთან ერთად შეთანხმდნენ, რომ ამ საკითხებზე ისაუბრებდნენ.

"მოლოდინი მაქვს, რომ საუბარი იქნება იმ ექვსი პუნქტის გარშემო, რომელიც თავის დროზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეადგინა. ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მხოლოდ ხელახალი არჩევნებით შეიძლება განიმუხტოს და მეორე არის ის რომ, პოლიტპატიმრები გარეთ უნდა იყვნენ.

პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დისკუსიას არანაირი შინაარსი არ აქვს. რიტორიკის შერბილება ძალიან ნორმალურია, შევთანხმდით იმაზე, რომ ვილაპარაკებთ ამ საკითხებზე. არის საკითხები, რომელიც შეიძლება არ იყოს მოსაწონი ოპოზიციისთვის, ან ხელისუფლებისთვის, მაგრამ შარლ მიშელთან ერთად შევთანხმდით, რომ ამაზე ვისაუბრებდით, წინასწარ არავის უნდა, რომ საქმე გააფუჭოს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე