არსებობს პუქნტები, რომლებზეც დათანხმება მოუწევს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც - სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 21:13 | 12.03.2021
ნანახია: 595

გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ენმ-ძალა ერთობაშიას შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციისთვის კვლავ რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხებად პოლიტპატრიმრების გათავისუფლება.

ამასთან, სამადაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს პუქნტები, რომლებზე დათანხმება მოუწევს ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც.

"ჩვენი პოზიცია ცნობილია, პირველ რიგში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტპატიმრების თემა უნდა ამოიწუროს და ეს მოითხოვს იმას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩვენს პარტიას, მაგალითად, წარმოადგენდეს ნიკა მელია, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გათავისუფლდეს. რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამ პოზიციის გადახედვა არ მომხდარა.გზები, როგორ შეიძლება ჩვენ მივიდეთ ამ არჩევნებამდე არსებობს სხვადასხვა და ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი.

არსებობს პუნქტები, რომლებზეც მოუწევს დათანხმება ქართულ ოცნებასაც და მოუწევს დათანხმება ოპოზიციასაც". – თქვა სამადაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე