ძვლებში ადამიანების გადამტვრევა ნაცმოძრაობის ხელწერაა - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 17:43 | 12.03.2021
ნანახია: 483

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ ძვლებში ადამიანების გადამტვრევა ნაცმოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის ჩამოვარდნია.

"გამოძიება დაიწყო უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით - ეს არის პირველი, პრინციპული საკითხი და მეორე პრინციპული საკითხი არის ის, რომ რაზეც საუბრობდა ოპოზიცია თმის ღერი არავის ჩამოვარდნია. ჩვენ გვახსოვს ძვლებში გადამტვრეული ადამიანები, იმ ადამიანების მხრიდან, იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ვიღაცებს რაღაცებს აბრალებდნენ. ძვლებში ადამიანების გადამტვრევა, ეს არის "ნაცმოძრაობის" ხელწერა. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს, რაზეც ჰქონდა საუბარი ოპოზიციას, თმის ღერი არავის არ ჩამოვარდნია, რაზეც არის ძალიან მკაფიო ინფორმაცია გასაგები ყველასთვის", - ამბობს ირაკლი კობახიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე