პარტნიორებთან გვაქვს შეთანხმება, რომ დიალოგის დეტალებზე კომენტარი ჯერ არ გაკეთდება - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 17:32 | 12.03.2021
ნანახია: 487

ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ოპოიციასთან დიალოგი წარმატებით დასრულდეს.

"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. ქართული ოცნება", როგორც კონსტრუქციული პოლიტიკური ძალა და მმართველი პარტია, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ასევე საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დიალოგი დასრულდეს წარმატებით", - განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, დიალოგის დეტალებზე ვერ ისაუბრებს და კომენტარი მხოლოდ დიალოგის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

"შეთანხმება გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, დიალოგის დეტალებთან დაკავშირებით, ჩვენი მხრიდან, ვერ გაკეთდება ვერც ერთი განცხადება. გაგრძელდება დიალოგი მომდევნო დღეების განმავლობაში და მას შემდეგ, რაც დასრულდება ეს პროცესი, მას შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარები. მანამდე, არც ერთ დეტალთან განცხადება არ გაკეთდება", -  განაცხადა კობახიძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე