რაც საქართველოში ხდება, მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის - დანიელსონი

საქართველო, თბილისი - 14:05 | 12.03.2021
ნანახია: 478

ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის - ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კრისტიან დანიელსონის განცხადებით, მისი ვიზიტის მიზანია, დაეხმაროს იმ პროცესს, რომელიც ამჟამად პოლიტიკურ მხარეებს შორის მიმდინარეობს.

"ბედნიერი ვარ საქართველოში ყოფნით, ეს არ არის პირველი ვიზიტი, რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში. აქ ვარ როგორც პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, მისი ძალიან ნაყოფიერი ვიზიტის შემდეგ, რომელიც 10 დღის წინ გაიმართა საქართველოში. ახლა ჩემი, როგორც პირადი წარმომადგენლის როლი არის, რომ დავეხმარო იმ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც ახლა ქვეყანაში წარიმართება. ეს ეხება პოლიტიკურ დიალოგს, ეხება იმას, რომ პოლიტიკური დიალოგის ყველა მონაწილეს შეეძლოს წინ წაწევა და პროგრესის მიღწევა ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში. როგორც აქამდე, ფასილიტაციას უწევდნენ ამ პროცესს ელჩი ჰარცელი და ელჩი დეგნანი, ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ. საქართველოსთვის ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს, აქ რაც ხდება, ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის", – განაცხადა დანიელსონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე