ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში "ქართული ოცნების" მხრიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა ჩაერთვებიან

საქართველო, თბილისი - 13:08 | 12.03.2021
ნანახია: 433

ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში "ქართული ოცნების" მხრიდან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ჩაერთვებიან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო.

"ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე და კახა კუჭავა დღეს, 15:00 საათზე კრისტიან დანიელსონს შეხვდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე