დაზარალებულები ვართ ჩვენ, რატომ გვისმენდნენ მე და 15 წლის ბერა ივანიშვილს?- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:39 | 12.03.2021
ნანახია: 509

დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს დაზარალებული , - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფარული აუდიო ჩანაწერების გავრცელების თაობაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერების გამოქვეყნებით დადასტურდა, რომ წინა ხელისუფლების დროს ყველას ტოტალურად უსმენდნენ.

"დანაშაულზე არ შეიძლება იყოს საუბარი მაშინ, როდესაც არ არსებობს დაზარალებული. დაზარალებული ვართ ჩვენ, მე პირადად და პირველი კითხვა, რაც მაქვს მე - რატომ მისმენდნენ, მე როგორც კერძო პირს. მაშინ ვიყავი საჯარო სექტორში მომუშავე, რატომ უსმენდნენ 15 წლის არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს. ჩვენი მხრიდან არც პოლიტიკა არსებობდა მაშინ, არც პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება", არც ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მაშინ პოლიტიკაში ჩართული, შესაბამისად, ეს ორმაგად ამძიმებს ამ ბრალდებებს და აღნიშნული ფაქტი იმის დემონსტრირება არის, რომ ჩვენ ყველანი ვიყავი ტოტალური მოსმენების მსხვერპლი და ამ კონტროლის ქვეშ. ეს არის გამოსაძიებელი - რატომ იყო მოსმენა, რატომ გაასაჯაროვეს ფაბრიკაცია და დამახინჯებული სიყალბე ჩვენი უამრავი საუბრების. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული არ მომხდარა, ვინაიდან არ არსებობს დაზარალებული", - განაცხადა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე