საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.3 მლრდ ლარს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 27.01.2016
ნანახია: 1324

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი იანვრისათვის 14.3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 282.0 მლნ ლარით ანუ 2.0 პროცენტით მეტია გასული წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე დეკემბერში დეპოზიტების მოცულობა 2.3 პროცენტით გაიზარდა). დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 144.6 მლნ ლარით ანუ 1.8 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.2 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 137.4 მლნ ლარით, ანუ 2.2 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 2.5 პროცენტი შეადგინა).   

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის 30.53 პროცენტი შეადგინა - გასული წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით 0.48 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.57 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგენა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 11.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  -  4.0 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.5 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.7 პროცენტი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე