ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 22:13 | 11.03.2021
ნანახია: 1046

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5.

ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე ამერიკელი ტაილორ ფრიცი იქნება. შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზეა ჩანიშნული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე