ევროპის მედიკამენტების სააგენტომ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 20:13 | 11.03.2021
ნანახია: 430

ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) Johnson & Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.

მარეგულირებლის განცხადებით, ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ 28 თებერვალს დაამტკიცა. ეს ვაქცინა "ფაიზერის" და "მოდერნას" ვაქცინებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის კოვიდ-19-ზე ერთდოზიან აცრას ითვალისწინებს, რაც მის ადმინისტრირებას გაცილებით აიოლებს. გარდა ამისა, ის უფრო იაფია და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშიც არის შესაძლებელი.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა იქნება მეოთხე პრეპარატი, რომელიც ევროპის მედიკამენტების სააგენტომ დაამტკიცა.

მანამდე ევროპის მედიკამენტების სააგენტომ დაამტკიცა Pfizer/BioNTech-ის, Oxford/Astrazeneca-სა და Moderna-ს ვაქცინები. მარეგულირებელს თავიანთი ვაქცინების დასამტკიცებლად უკვე მიმართეს CureVac-მა და Novavax-მა.

გასულ კვირას, მედიკამენტების სააგენტომ რუსული ვაქცინის Sputnik V-ის შემოწმებაც დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე