სისულელეა, რა გამოძიება უნდა დაიწყოს - მიხეილ ყაველაშვილი აუდიოანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 15:38 | 08.03.2021
ნანახია: 534

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის აზრით, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების იდეა სისულელეა.

"ყველა ეს თემა, რომელიც ვერაფრით ვერ ააგორეს, ძალით ჩაჯდა ადამიანი ციხეში, რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი იმისთვის, რომ ნახე როგორ დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ, ეხლა დაიწყებს ჩანაწერებზე საუბარი. მე მინდა, რომ ყველა ერთად დავფიქრდეთ, საზოგაოდება, რომ ეს სიკეთეს არ მოგვიტანეს. რა გამოძიება, სისულელეა. რა გამოძიება უნდა დაიწყოს, რაზე უნდა დაინტერესდეს, დამისახელეთ ერთი დევნილი, ან ახალგაზრდა, ან ნაწამები ან მოკლული, დამისახელეთ ვინც შევიწროვებული იყო, ვინც აწამეს, მანახეთ ერთი", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში "ნოდარ მელაძის შაბათში" გავიდა სატელფონო საუბრის ჩანაწერი, სადაც, ავტორების მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე