"ქართულ ოცნებას" არ მივცემთ შესაძლებლობას, რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 08.03.2021
ნანახია: 432

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ერთიანი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვა ხელს შეუშლის საბოლოო შედეგის მიღწევასა და კრიზისის განმუხტვას, თუმცა აღნიშნა, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" არ მისცემს საბაბს მოლაპარაკებები ჩაშალოს.

უგულავა მოუწოდებს მმართველ გუნდს, ჩამოაშოროს ირაკლი ღარიბაშვილი პროცესს, თუმცა, იქვე აღნიშნავს, რომ ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების ჩაშლის საფუძველს არ მისცემს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს და არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განმუხტვამდე - უფრო პირიქით. ამიტომ, გვინდა მოვუწოდოთ "ქართულ ოცნებას", რომ თავის შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან და რაუნდები, თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.

ამასთანავე, ჩვენ, "ქართულ ოცნებას" არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს,"- თქვა გიგი უგულავამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე