ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "დროა" დააფუძნა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 08.03.2021
ნანახია: 574

ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა "როა" დააფუძნა.

"დროა ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით. ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ვამხელ და არ შევეგუები თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო", - ამბობს ელენე ხოშტარია ვიდეომიმართვაში.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია მარტის ბოლოს გაიმართება.

ელენე ხოშტარიამ "ევროპული საქართველო" გასული წლის დეკემბრის მიწურულს დატოვა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე