არ მგონია, ამ შემთხვევაში, არსებობდეს გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი - მიხეილ სარჯველაძე ფარული ჩანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 12:35 | 08.03.2021
ნანახია: 354

გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს. გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე