ვასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:04 | 08.03.2021
ნანახია: 425

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით ის მიდის, მაგრამ „პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ ეცვლება“.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, - წერს ვასილ მაღლაფერიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე