პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დასრულდა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 27.01.2016
ნანახია: 1373

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დასრულდა.

წარდგენილი კანდიდატების ვინაობას ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 18:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე დაასახელებს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის  მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე