“კავკასია“ ღია ეთერით მაუწყებლობის არეალს აფართოებს

საქართველო, თბილისი - 12:30 | 27.01.2016
ნანახია: 1392

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს ტელეკომპანია „კავკასიის“ მოთხოვნის საფუძველზე, კომპანიის მაუწყებლობის ავტორიზაციაში ცვლილებები შეიტანა და მაუწყებლობის არეალი გაუფართოვა.

კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „კავკასია“ გარდა თბილისისა, ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელით, ღია ეთერით გავრცელებას შემდეგ ქალაქებშიც შეძლებს: ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. თელავში და ქ. ფოთში. ტელეკომპანია ასევე ფლობს საკაბელო ქსელის, ინტერნეტის და მიწისზედა თანამგზავრული სისტემებით გავრცელების უფლებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე