ჯო ბაიდენმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს სანქციები გაუხანგრძლივა

საქართველო, თბილისი - 10:46 | 04.03.2021
ნანახია: 642

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში შეიარაღებული კონფლიქტის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა.

უკვე დაწესებული სანქციების ვადა 6 მარტს იწურებოდა.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების გამომწვევი პოლიტიკა და მოქმედებები კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისთვის.

უკრაინის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს დაწესდა.

სანქციების ეს პაკეტი ითვალისწინებს ამერიკული საქონლის, მომსახურებისა და ტექნოლოგიების ყირიმში ექსპორტის აკრძალვას. სანქცირებულთა სიაში შეყვანილია იურიდიული პირები, ბიზნესმენები და რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე