მიანმარში საპროტესტო აქციის დარბევისას 38 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 22:33 | 03.03.2021
ნანახია: 564

მიანმარში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა 38 ადამიანი. ამის შესახებ გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტინ შრანერ ბურგენერმა ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ყველაზე საშინელი დღე იყო 1 თებერვლის გადატრიალების შემდეგ დაიღუპა 38 ადამიანი. 1 თებერვლიდან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 50-ს აღემატება“, - განაცხადა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ აქციის დარბევისას პოლიცია პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებს იყენებდა.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ გადატიალების გზით ხელისუფლება ხელში 1-ელ თებერვალს ჩაიგდო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე