აშშ-მა რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 22:29 | 02.03.2021
ნანახია: 553

შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით სანქციები დაუწესა რუს მაღალჩინოსნებს: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეს სერგეი კირიენკოს, ფედერალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორს ალექსანდრ ბორტნიკოვს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს ალექსეი კრივორუჩკოსა და პაველ პოპოვს, რუსეთის ფედერაციის პენიტენციური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს, გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვსა და რუსეთის პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის სამმართველოს უფროსს ანდრეი იარინს.

ეს იმას ნიშნავს, რომ სანქცირებულთა სიაში მყოფი პირების აქტივები აშშ-ში გაიყინება, შეერთებული შტატების მოქალაქეებს კი მათთან საქმიანობის დაწყება აეკრძალებათ.

ასევე სანქცირებულთა სიაში მოხვდა რუსეთის სამი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა და აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა რუსულ კომპანიებსა და რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე