თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი ჩმორი, როგორიც უზით პარლამენტში, მაშინ ელაპარაკონ მათ - უგულავა

საქართველო, თბილისი - 19:35 | 02.03.2021
ნანახია: 619

თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში, და დავარქმევ ამ სიტყვას, არ მომერიდება, ჩმორი, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ამაზე მეტად კონსტრუქციული ვერ იქნება. ამასთან, როგორც უგულავა ამბობს, ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია დიალოგი.

“თუ ღარიბაშვილს და ივანიშვილს წარმოუდგენიათ ოპოზიცია ისეთი, როგორიც უზით პარლამენტში, და დავარქმევ ამ სიტყვას, არ მომერიდება, ჩმორი, მაშინ ელაპარაკონ იმათ, ვინც ჰყავთ. მაგრამ თუ უნდათ, რეალურად განმუხტვა სიტუაციის, თუ უნდათ დაძლევა პოლიტიკური კრიზისის და ეს უნდა ჩვენი მოქალაქეების უდიდეს უმრავლესობას, ამისთვის საჭიროა დიალოგი რეალურ საკითხებზე. როცა დამიჭირეს, შეწყდა მაშინ დიალოგი და როცა ათი დღის შემდეგ აღდგა, აღდგა დიალოგი პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე. თუ არ შედგა საუბარი მათ განთავისუფლებაზე, აბა, როგორ უნდა გავათავისუფლოთ. ძალიან მინდა, მოგიწოდოთ, ასევე ჩემს კოლეგებსაც ვთხოვე, საკუთარ თავს, წინა დათქმებს ნუ გავუკეთებთ, ვადებს ნუ დავუწესებთ. ეს ვადა არის ღარიბაშვილისთვის ვადა და არა ჩვენთვის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე