ევროკავშირმა ნავალნის საქმეზე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 18:21 | 02.03.2021
ნანახია: 405

ევროკავშირმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმეზე რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვას.

ცნობილია, რომ ევროკავშირმა ახალი პერსონალური სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ.  გამოქვეყნებულ ჩამონათვალში მოხვდნენ: რუსეთის გენერალური პროკურორი ოგორ კრასნოვი, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინი, „როსგვარდიის“ მეთაური ვიქტორ ზოლოტოვი, სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრ კალაშნიკოვი.

კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი დმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შედეგეს არ გამოიღებს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე