პროკურატურა იმითაა დაკავებული, კიდევ რა მოიგონოს, რომ ნიკა მელია გამოუშვას - ირაკლი ზარქუა

საქართველო, თბილისი - 15:07 | 02.03.2021
ნანახია: 512

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ პროკურატურა ცდილობს, კიდევ რამე მოიფიქროს, რათა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია საპატიმროდან გამოუშვას.

მისი თქმით, პროკურატურის მცდელობები განპირობებულია იმით, რომ სიტუაცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს.

"არავის გახარებია აქ, ჩემს კოლეგებს და არც მე, რომ ვიღაც იქ მივეცით... ჩვენ იმუნიტეტი მოვხსენით და პროკურატურა იმითაა დაკავებული, რა მოიგონოს კიდევ, რომ ეს ადამიანი გარეთ გამოუშვას. გირაოს გირაო შეუფარდა, არ არსებობს ეს პრეცედენტი, ხომ ვიცით, არა? იურისტები იქაც ჰყავთ. მოვიგონეთ, მოიგონა პროკურატურამ რაღაც პროკურატურამ. რისთვის? იმიტომ, რომ ოპოზიცია კიდევ ჩიხში არ შევიდეს", - თქვა ზარქუამ.

როგორც ცნობილია, პროკურატურამ გამოთქვა მზადყოფნა, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუკი ნიკა მელია 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით განსაზღვრული გირაოს პირობებს შეასრულებს. ნიკა მელია კი განაცხადა, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე