დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში - ელისაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:10 | 02.03.2021
ნანახია: 503

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქცია გუშინდელი, ხელისუფლებასა და ოპოზიციის შეხვედრის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება

"რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, რომ ჩვენ, ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ლაპარაკი შუამავლების და უცხოელების გარეშე არ შეგვიძლია, მაგრამ, კიდევ კარგი, რომ მთლად ერთმანეთის პირისპირ და ანაბარა არ ვართ მიტოვებული და გვეხმარებიან ამაში. სულ ვფიქრობ ხოლმე, იმ ავადსახსენებელ 90-იან წლებში ასეთი მეგობრები რომ გვყოლოდნენ, წარმოვიდგინოთ, როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს. მაგრამ რაც არის, ის არის.

მადლობა ბატონ მიშელს, ბატონ ჰარცელს, ევროკავშირის ელჩს საქართველოში და გულისტკივილით ვიტყვი, უბრალოდ, რომ დღეს რაც პარლამენტის გარშემო ხდება, ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რაც გუშინ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში.

ჩვენ იქ შევთანხმდით, რომ ორმხრივად შეწყდება პროვოკაციები, ორმხრივად შერბილდება ტონი, ორმხრივად შევიკავებთ თავს შეურაცხმყოფელი გამოხდომებისგან, შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და კარგი იქნება, რომ ეს ორმხრივად გავიაზროთ", - განაცხადა ელისაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე