ანჯელინა ჯოლიმ უინსტონ ჩერჩილის ნახატი 11,5 მლნ დოლარად გაყიდა

საქართველო, თბილისი - 13:52 | 02.03.2021
ნანახია: 628

ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის ნახატი „ალ ქუთუბიას მეჩეთის მინარეთი " (Tower of the Koutoubia Mosque) 11,5 მლნ დოლარად გაყიდა.

აუქციონის სახლ Christie's -ის ინფორმაციით, ნახატი ჩერჩილმა 1943 წელს შექმნა და იმავე წელს ამერიკის პრეზიდენტს ფრანკლინ რუზველტს აჩუქა. შემდეგ კი მემკვიდრეობით ნახატი რუზველტის ვაჟს ელიოტს გადაეცა. მოგვიანებით ის ასევე ეკუთვნოდა სხვადასხვა მფლობელს და რადენიმე გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ჯოლის ოჯახმა ნახატი 2011 წელს შეიძინა. Christie's-ის ცნობით, ეს ერთადერთი ნახატია, რომელიც ჩერჩილმა მეორე მსფლიო ომის დროს შექმნა.

როგორც გამოცემა TMZ წერს, აღნიშნული ფასი ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწის ნამუშევრისთვის რეკორდულია. მანამდე ჩერჩილის ნახატების ფასი დაახლოებით 2,5 მლნ დოლარს შეადგენდა.

ტილოზე გამოსახულია მზის ჩასვლა მაროკოს ქალაქ მარაქეშის მეჩეთის ფონზე.

სავარაუდოდ, ბრიტანეთის პრემიერმა ნახატი კასაბლანკას კონფერენციის შემდეგ, 1943 წელს დახატა და ამერიკის პრეზიდენტს უსახსოვრა.

გამოცემის ინფორმაციით, ფერწერული ტილოს ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე