სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას - ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:11 | 02.03.2021
ნანახია: 507

დღევანდელი შეხვედრით მე კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული ჩვენი პატრიარქის, მთლიანად ეკლესიისა და საპატრიარქოს მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა და საზოგადოება ეკლესიისა და უშუალოდ პატრიარქის წინააღმდეგ უპრეცედენტო შეტევის მომსწრე გახდა.

„არნახული ცილისწამებების კასკადი ვიხილეთ და მოვისმინეთ, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და ანტისახელმწიფოებრივია. არის მტრული და არ ემსახურება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. მე, როგორც მთავრობის მეთაურმა. სრული მხარდაჭერა და გვერდში დგომა აღვუთქვი ეკლესიას და დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყვარული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე