დღეს პოლიცია ერთი ადამიანის დაცვის სამსახურია - უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 12:30 | 02.03.2021
ნანახია: 308

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაალ უდუმაშვილი პარლამენტის პიკეტირებისას სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღესდღეობით პოლიცია ერთი ადამიანის სამსახურშია. უდუმაშვილის თქმით, პოლიციელებს დავალება აქვთ, რომ აქციიდან ადამიანები "მოიპარონ".

"ეს არის, როდესაც საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობ. ჩვენი აქცია მშვიდობიანია. უბრალოდ, ხმამაღალ პროტესტს გამოვხატავთ და ძალიან აღიზიანებთ ჩვენი პროტესტი და გადასულები არიან ასეთ ძალადობრივ მეთოდებზე. სამწუხაროა, რომ დღეს პოლიცია ერთი ადამიანის დაცვის სამსახურია და არა სამართალდამცავ ორგანოებს. მოპარვაზე არიან გადასულები", - აცხადებს უდუმაშვილი.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებასა და პარლამენტის დეპუტატებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას ცდილობდნენ.

პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე