ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ - ჟიგიმანტას პავილიონისი

საქართველო, თბილისი - 23:13 | 26.02.2021
ნანახია: 1325

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი, კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ის ამბობს, რომ არასდროს უნახავს ასეთი პოლარიზაცია და რომ ეს მეტწილად მმართველი პარტიის დამსახურებაა.

მისივე თქმით, ის შეძრწუნებულია, რადგან საუბრის ასეთი ენა არ სმენია არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან.

"უპირველს ყოვლისა, მე უკვე 20 წელია, რაც საქართველოში ვმოგზაურობ, შესაძლოა, ნაკლები – ვარდების რევოლუციის შემდეგ. მე არასდროს, ცხოვრებაში არასდროს მინახავს ასეთი პოლარიზაცია და მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან მოდის, ეს მეტწილად მმართველი პარტიისგან ხდება.

იმათ, რაც მე მათ პირადად მითხრეს, შემაძრწუნა. საუბრის ასეთი ენა მე არ გამიგია არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან. ისინი უფრო ბრძენები გამოდიან. როდესაც მთელ ოპოზიციას ეძახი ბოლშევიკებს, ფაშისტებს, დამნაშავეებს... ისინი დემოკრატიის "გაწმენდის" გზას ხედავენ მხოლოდ მათ დაპატიმრებაში. მე ვცდილობდი, ამეხსნა, რომ დასავლეთში ჩვენ ასე არ ვიქცევით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვძულს კომუნისტები, ერთმანეთს არ ვაპატიმრებთ. როდესაც მე მათ ვახსენებ, რომ ეს პარტია ასევე არის EPP-ის ოჯახი და ისინი EPP-ს უწოდებენ ფაშისტს, კრიმინალსა, თუ მაფიას, ვინ არის მაფია? მერკელია მაფია? ფონდერლაინია მაფია?

მათ ჩემზე ფილმი შექმნეს ბიძინას ტელევიზიაში, რომ მე თითქოს, სააკაშვილისგან ფულს ვიღებ. თუ მათ შეუძლიათ, რომ მე გამიკეთონ ეს, რას გაუკეთებენ ისინი ქართველ ხალხს? ამიტომ, მოკლედ რომ ვთქვათ, ივანიშვილის მარიონეტებმა ყველა ზღვარი გადალახეს და მათ გაკვეთილი უნდა ისწავლონ", - განაცხადა პავილიონისმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე