საქართველო გამთლიანდება, აღვადგენთ ხიდებს, რომელიც, რუსეთმა დაანგრია - არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 10:22 | 25.02.2021
ნანახია: 576

„ეს იყო გმირობის მაგალითი, რომელიც ყველა თაობისთვის არის ძალიან შთამბეჭდავი ისტორია და არის სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და როგორ უნდა დაიცვა დამოუკიდებლობა და თავისუფლება, როდესაც მას საფრთხე ემუქრება", - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ კოჯორში განაცხადა, სადაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა 100 წლის წინ დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი.

მისი განმარტებით, 100 წლის შემდეგ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, თუმცა გრძელდება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებულ საქმეს - ბრძოლას თავისუფლებისთვის, მივიყვანთ ბოლომდე, მშვიდობიანად, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით.ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველო გამთლიანდება, დევნილები დაბრუნდებიან სახლებში და ჩვენ აღვადგენთ ხიდებს, რომელიც სამწუხაროდ რუსეთის ფედერაციამ დაანგრია და საზოგადოება დღეს ხელოვნურად არის მავთულხლართებით დაყოფილი. ეს მავთულხლართების კედელი აუცილებლად დაინგრევა, როგორც თავის დროზე დაინგრა ბერლინის კედელი და დაინგრა ბევრი სხვა ბარიერი, რომელიც იყო დროის, პროგრესისა და ჰუმანიზმის წინააღმდეგ“, - განცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე