შს მინისტრის მოადგილეები გზების საერთაშორისო ფედერაციის პროგრამების დირექტორს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 17:25 | 26.01.2016
ნანახია: 1544

შს მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და შალვა ხუციშვილი გზების საერთაშორიო ფედერაციის (IRF) პროგრამების დირექტორს, ბრენდან ჰოლემანს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში შინაგან საქმეთა სამინისტროს პროგრამა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შესაძლოა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გზების საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად ამ სფეროში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლოს. ფედერაცია სამინისტროს, ასევე, სპეციალისტების კონსულტაციებით დაეხმარება. მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, გზების საერთაშორისო ფედერაცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს პროგრამის დამოუკიდებელ შეფასებაშიც შეიძლება ჩაერთოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე