დაუყოვნებლივ განმუხტეთ სიტუაცია, დაუბრუნდით მოლაპარაკებებს - ეუთო-ს თავმჯდომარე

საქართველო, თბილისი - 18:12 | 23.02.2021
ნანახია: 436

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ენ ლინდე პოლიტიკურ მოთამაშეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.

"თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, გავიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარისადმი, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი", - წერს ლინდე.

 

 

 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე