მთავრობას მინდა მივმართო - ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება - ანზორ მელია

საქართველო, თბილისი - 18:08 | 23.02.2021
ნანახია: 472

ბედნიერი ვარ დღეს, რადგან ჩემი შვილის გვერდით მოსიყვარულე გულებს ვხედავ, - ამის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ რუსთაველის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.

"ბედნიერი ვარ დღეს, რადგან ჩემი შვილის გვერდით მოსიყვარულე გულებს ვხედავ. ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან არ მოველოდი ასეთ ასაკში ამხელა სიყვარულის მოპოვებას. თქვენ ნახეთ ნიკა თუ როგორი შემტევი, თავდაუზოგავი და ენერგიულია. მე ვიცი, რომ ნიკა ძალიან ვაჟკაცია და ის ყველაფერს გაუძლებს. ჯანმრთელობა მინდა ვისურვო. მთავრობას მინდა მივმართო - ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება", - განაცხადა ანზორ მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე