ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ახლა მთავარია ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა! - სააკაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:00 | 23.02.2021
ნანახია: 665

ახლა მთავარია მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს.

"მინდა მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა თბილისში კანცელარიასთან.

მინდა ვთქვა, რომ ნიკა მელია - ამაში ვარ დარწმუნებული გამოვა ძალიან მალე და ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით!

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად უფრო მწარედ დამარცხდით კიდევ, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში!

ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! ახლა არის მთავარი მობილიზაცია მთელს საქართველოში, ფრონტის გაშლა, შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა!

ივანიშვილს უკვე პრაქტიკულად არანაირი პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე!", - აცხადებს სააკაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე