ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით - ანრი ოხანაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:18 | 23.02.2021
ნანახია: 402

ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ის გეგმა, რაც მათ სურთ რომ სისრულეში მოიყვანონ. ეს ჩვენ ყველას გვინახავს, გაგვიგია და ეს არ არის რაიმე ახალი, რისი სურვილიც აქვთ ამ რადიკალურ, ექსტრემისტულ ჯგუფებს, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, იქნება ადეკვატური რეაქციებიც ჩვენს საზოგადოებაში.

ჩვენ დღეს ვნახეთ კანონის აღსრულების ღონისძიება დემოკრატიული სტანდარტით, ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით. თქვენ დღეს ნახეთ მოზომილად, თავშეკავებით და მაქსიმალურად პროპორციული ღონისძიების გამოყენებით ისე რომ, არცერთი ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნოდა. ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ კანონის აღსრულების ღონისძიება ევროპული და ამერიკული სტანდარტით," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე