ვარ ყველა ადამიანის დამცველი, მათ შორის მათიც, რომელთა დაცვაც ხელისუფლებას ასე ძალიან არ უნდა - ლომჯარია

საქართველო, თბილისი - 16:41 | 23.02.2021
ნანახია: 468

ვადასტურებ და მეამაყება, რომ ვარ ყველა ადამიანის დამცველი, მათ შორის, იმ ადამიანებისაც, რომლის დაცვაც ხელისუფლებას ასე ძალიან არ უნდა, - სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ასე პასუხობს ქართული ოცნების წევრების კრიტიკას.

"მე ვარ, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის დამცველი, იმიტომ, რომ სახალხო დამცველი, პირველ რიგში, უნდა იცავდეს იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირება დაცვა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ოპოზიციას და, განსაკუთრებით, ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება დაცვა.

რა თქმა უნდა, ვადასტურებ და მეამაყება, რომ ვარ ყველა ადამიანის დამცველი, მათ შორის, იმ ადამიანებისაც, რომლის დაცვაც ხელისუფლებას ასე ძალიან არ უნდა და რის გამოც ებრძვიან სახალხო დამცველს". - ამბობს ნინო ლომჯარია.

ქართული ოცნების წევრებმა ლომჯარია ნიკა მელიას დაკავებაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ გააკრიტიკეს.

"არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე