ნაციონალური სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები განეიტრალდეს - ლაშა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 15:57 | 23.02.2021
ნანახია: 899

ქართული ოცნების ყოფილი კონსულტანტი და POSTV-ის დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა მელიას დაკავებას ეხმიანება და მბობს, რომ ნაციონალური სიმსივნე უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს. მისი თქმით, POSTV მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.

"POSTV“ მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის! ჟურნალისტი, პირველ რიგში, ამ ქვეყნის მოქალაქეა და აქვს უპირობო ვალდებულება, გააკეთოს მკაფიო არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. ნაციონალური სიმსივნე, რომელიც ოცი წელია, ჯიჯგნის ჩვენი სამშობლოს სხეულს, უნდა ამოიკვეთოს, ხოლო მისი მეტასტაზები - განეიტრალდეს, რათა დამშვიდდეს ქვეყანა და ნორმალური, დემოკრატიული განვითარების საშუალება მიეცეს. წილი ნაყარია! „POSTV“ ამ ბრძოლაში წინა ხაზზე იქნება!" - ამბობს ნაცვლიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე