მელიამ ლომის თვისებები გამოავლინა - გია ნოდია

საქართველო, თბილისი - 15:28 | 23.02.2021
ნანახია: 452

მიუხედავად მისი გვარისა, ნიკა მელიამ ლომის თვისებები გამოავლინა და ამისთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, - ამბობს პოლიტოლოგი გია ნოდია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შესახებ საუბრისას.

"როგორც მაკიაველი ამბობდა, საუკეთესო პოლიტიკური ლიდერი ლომის და მელიის თვისებებს უნდა აერთიანებდეს.

მიუხედავად მისი გვარისა, ნიკა მელიამ სწორედ ლომის თვისებები გამოავლინა და ამისთვის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს.

მაგრამ ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად - რაც საკმაოდ რთული ამოცანაა - ეს საკმარისი არაა. მელიის თვისებებიც საჭიროა.

ნუ ეძებთ ამ სიტყვების უკან პოლიტიკური მოქმედების პროგრამას - ის მე არა მაქვს. უბრალოდ, კლასიკურ პრინციპს შეგახსენებთ", - ამბობს ნოდია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე