საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია - ანდრიუს კუბილიუსი

საქართველო, თბილისი - 15:13 | 23.02.2021
ნანახია: 355

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ნიკა მელიას დაკავების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ადრე იყო და რომ ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია.

"გაბრაზებული ვარ პოზიციაზეც და ოპოზიციაზეც. რა თქმა უნდა, ამ პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, მაგრამ ორივე მხარე სტრატეგიულ პასუხისმგებლობებს არ ითვალისწინებს. საქართველოს მომავალი არც ისე ოპტიმისტურია, როგორც ეს ადრე იყო. ამ პროცესებით გახარებული მხოლოდ მოსკოვია. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს ქართული პოლიტიკური ელიტა ხვდებოდეს.

ორივე მხარემ უნდა გაიაზროს, რატომ სწირავენ ქვეყნის მომავალს მათ უპასუხისმგებლო საქციელს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დასავლეთისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად შეიძლება ეს შესაძლებლობა დაიკარგოს, ძალიან სამწუხაროა", - აცხადებს კუბილიუსი.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე