აშშ-ის განცხადება იყო ძალიან კრიტიკული - გიორგი ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 14:22 | 23.02.2021
ნანახია: 432

ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება, - ამბობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ნიკა მელიას დაკავების ოპერაციასთან დაკავშირებით.

"მთავარი ერთი დასკვნაა ამასთან დაკავშირებით, არაფერი სიკეთე იმისგან, რომ მელია ასე ზვარაკად შესაწირად მიიყვანა ნაცმოძრაობამ ამ ვითარებამდე, ამაში არ არსებობს. მაგრამ გაცილებით უფრო მძიმე შედეგია ის, როდესაც ადამიანი პირდაპირ გამოწვევას უკეთეს სახელმწიფოს, აკეთებს ისეთ პროვოკაციულ განცხადებებს, რომ ამას ყველაფერს ჯახი მოჰყვეს და ღმერთმა დაგვიფარა, რომ ამ დაკავების ოპერაციას არ მოჰყვა ვინმეს დაშავება. ეს ამოცანა იყო მთავარი. მეორე მხრივ, რომ შეხედო, მე ვფიქრობ, რომ პროცესების გაცილებით უფრო მძიმე განვითარება იყო დაგეგმილი, რომელიც არ გულისხმობს არანაირ მოლაპარაკებას და ეს არის სულ ტყუილი და მოგონილი.

ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება იყო ძალიან კრიტიკული, აღწერს იმ ვითარებას, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, ევროპელ მეგობრებს კიდევ ერთხელ მივაქცევინოთ ყურადღება გარემოებებზე, რამაც ეს საკრიტიკო სიტუაცია შექმნა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავირებით განცხადებას გაავრცელა.

"ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათავო ოფისში. "ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო. შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე