დროა, რეალური ბერკეტები გამოვიყენოთ - მაიკლ მაკფოლი

საქართველო, თბილისი - 14:11 | 23.02.2021
ნანახია: 414

ამერიკელი დიპლომატი და აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთის ფედერაციაში მაიკლ მაკფოლი ეხმიანება ამერიკის საელჩოს განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და ამბობს, რომ დროა, აშშ-მა რეალური ბერკეტები გამოიყენოს.

"ღრმად შეშფოთება" დასაწყისისთვის კარგია, მაგრამ მხოლოდ დასაწყისისთვის. რუსეთის, ჩინეთისა თუ ბელარუსისგან განსხვავებით, აშშ-ს საქართველოში რეალური ბერკეტი გააჩნია. ახლა ის მომენტია, როდესაც ეს უნდა გამოვიყენოთ, სანამ ძალიან გვიანი არაა", - წერს მაკფოლი.

ამერიკის საელჩომ მელიას დაკავებას ღრმად შემაშფოთებელი და ევროატლანტიკურ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე